Страницы

среда, 22 июня 2016 г.

ეფექტური მუშაობის ხუთი ძირითადი  ასპექტი
ასპექტი
მასწავლებლის    ქმედება
გაგება

შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიზნით ახალი ინფორმაციის განხილვა წინა მასალაზე დაყრდნობით.

სტრუქტურირება

გაკვეთილის მიძნის ჩამოყალიბება მასალის უკეთ გაგების მიზნით გაკვეთილის ორგანიზების საუკეთესო ფორმის შერჩევა და მოსწავლეთა ძირითადი მოსაზრებების შეჯამება.

მიმდევრობა

გაკვეთილის შინაარსის ლოგიკურად აწყობა. მეტაკოგნიციის მეთოდების გამოყენება.

ახსნა

ძირითადი საკითხების განსაზღვრა. მაგალითების მიცემა საკითხების ილუსტრაციისთვის. კონკრეტული და აბსტრაქტული მაგალითების გამოყენება.

წარდგენა

სიტყვების კარგად წარმოთქმა. საკმარისად ხმამაღლა ლაპარაკი. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.

ნიმუში ერთი გაკვეთილის მაგალითზე:
ასპექტი
მასწავლებლის ქმედება
გაგება
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ III თავი. შუშანიკისა და აბოს ღვაწლის მიმოხილვა. ინფორმაციის მიწოდება „ცხოვრებათა“ ჟანრის განსხვავებაზე. გრიგოლ ხანძთელის ბავშვობისა და ჭაბუკობის ისტორიის გაცნობა.
სტრუქტურირება
მოღვაწეობის პერიოდების დაყოფა. პერსონაჟის მხატვრული სახის განსაზღვრა. „განუპარველი ზეთის“, „დაუვსებელი სანთლის“ და „საქორწილე კრებულის“სიმბოლოების განსაზღვრა.
მიმდევრობა
კითხვა-პასუხი მინილექციის შემდეგ. ძირითადი მახასიათებლების ამოწერა გრიგოლის თვისებების განსაზღვრა.
ახსნა
ილუსტრირებული სახით ხანძთისა და შატბერდის მონასტრების ნახვა. დიაგრამული სქემის შედგენა.
წარდგენა
სიტყვების კარგად წარმოთქმა. საკმარისად ხმამაღლა ლაპარაკი. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.




Комментариев нет:

Отправить комментарий