Страницы

ფასილიტატორი

#
აქტივობა
რისკები/ მოსალოდნელი პრობლემები
რისკების თავიდან აცილების გზები/გადაჭრის გზები
1
საინფორმაციო შეხვედრა ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან
მასწავლებელთა  ემოციური  ფონი მათთვის  ახალი აქტივობის  განხორციელების  გამო.მაგ,რამდენად ნათლად აისახება მათი პედაგოგიური საქმიანობა აღნიშნულიკითხვარით. ასევე  პირველ ეტაპზე  ეფექტური უკუკავშირის დადგენა.
საინფორმაციო დაფაზე  მათთვის  ინფორმაციის მიწოდება  პრეზენტაციის შესახებ.კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ინდივიდუალური შეხვედრების   შესახებ  ჩემი მზაობის  გამოხატვა.
2
საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა
კომუნიკაციის დროის ლიმიტი  (რამდენად ეყოფათ დადგენილი დრო  ეფექტური უკუკავშირისთვის)
ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის,  კითხვარის  ფორმების  ცალ-ცალკე  დამუშავების  შეთავაზება.
3
კონსულტაცია თვითშეფასებისკითხვარის  შევსებაში დახმარება
მასწავლებელთა ინდენფერენტულობა  სამუშაოს მიმართ.კითხვარის  შეუვსებლობა  დადგენილ დროში.
კითხვარის შევსების  აუცილებლობის  მუდმივი შეხსენება.მზაობის  გამოხატვა  დამატებითი კონსულტაციების გაწევის  შესახებ.
4
საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა კონსულტაცია.თვითშეფასების კითხვარის ანალიზი,საჭიროებების დაჯგუფება.
საჭიროებების მქონე პედაგოგების  სიმრავლის გამო ინდივიდუალური შეხვედრების  აუცილებლობა.პასუხისმგებლობის   არიდების   მცდელობა.ჩემი მხრიდან  სამუშაო ფურცლების  შევსების  სურვილი კითხვარის უკეთ შევსების მიზნით.
შეხვედრების  დროის ლიმიტის  გაზრდა.სამუშაო ჯგუფებში გამოცდილი მასწავლებლების განაწილება.უკუკავშირი იმის შესახებ,რამდენად დაეხმარებათ აღნიშნული კითხვარი საკუთარ პედაგოგიურ  პრაქტიკაზე დაკვირვებაში.
5
კონსულტაცია შევსებული თვითშეფასების კითხვარის  საფუძველზე  გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული  განვითარების  სამოქმედო  გეგმისშემუშავებაში  დახმარების  გაწევა.
საჭიროებების  არასწორი გათვლა,სკეპტიკური დამოკიდებულება,მოტივაციის არქონა,არასწორი თვითშეფასება,არამიზნობრივი  აქტივობების შერჩევა.
სამუშაო  ჯგუფებში მუშაობის ეფექტურობის ახსნა.დროის  რესურსთან  რელევანტური აქტივობების დაგეგმვა ..მოსაზრებების შეჯამება.გაცნობა,საუბარი კრიტიკული მეგობრის  ინსტიტუტზე,მეთოდოლოგიური  ლიტერატურის,სპეცტრენინგების ,კონფერენციებისა და სემინარების  აუცილებლობაზე  ხარვეზების  აღმოფხვრის   მიზნით
ჩემ მიერ განხორციელებული   აქტივობების    რეფლექსია;
N1აქტივობა- საინფორმაციო შეხვედრა ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან
საინფორმაციო შეხვედრის დაგეგმვისას უმნიშვნელოვანეს  ფაქტორად მივიჩნიე სწორი უკუკავშირი კოლეგებთან, ტრენინგზე მიღებული გამოცდილების  მარტივი და გასაგები ენით გაზიარება .შეხვედრის განრიგი წინასწარ ვაცნობე და დავადგინე იმ პედაგოგების  რაოდენობა,რომლებთანაც  მომიწევდა განმეორებითი  შეხვედრა. ვეცადე, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნით დამეძლია ემოციური ფონი და ასევე მკაფიოდ გამომეხატა თვითშეფასების კითხვარის შევსების აუცილებლობა.
N2აქტივობა- საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა
განრიგის დადგენისას მნიშვნელოვანი   ყურადღება დავუთმე დროის ფაქტორის გათვალისწინებას,მათ წინასწარ შეარჩიეს მათთვის ოპტიმალური  დრო.აქტივობები დავგეგმე სწორედ ამის შესაბამისად .  რამდენიმე მათგანს  მივაწოდე ელექტრონულიკომუნიკაცია დამატებითაც   კონკრეტული სავარჯიშოების  სახით.
N3 აქტივობა - კონსულტაცია თვითშეფასებისკითხვარის  შევსებაში დახმარება.
შევადგინე  სამუშაო ჯგუფები,ძლიერი და გამოცდილი მასწავლებლები  გადავანაწილე ამ ჯგუფებში და ვთხოვე, სამუშაო ფურცლებზე დაეწყოთ კითხვარზე მუშაობა. ავუხსენი, რას ითვალისწინებდა ფორმატი და რაზე დაყრდნობით უნდა ემუშავათ რეფლექსიის ორივე ფორმაზე. ვთხოვე, რეალურად შეეფასებინათ თავიანთი პედაგოგიური მოღვაწეობა და მაქსიმალური გულწრფელობით აღეწერათ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. დაბალი შეფასებისას გაეთვალისწინებინათ, რა საჭიროებების წინაშე იდგნენ და რა სჭირდებოდათ პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
N4 აქტივობა - საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა კონსულტაცია.თვითშეფასების კითხვარის ანალიზი,საჭიროებების დაჯგუფება.
განსაკუთრებული პრობლემა ამ აქტივობის განხორციელებისას შემიქმნა ზოგიერთი პედაგოგის დაბალი თვითშეფასებით გამოწვეულმა სკეპტიციზმმა, ასევე   მათი ვალდებულებების ჩემ მიერ შესრულების სურვილმა,მათ მკაფიოდ ავუხსენი ,რამდენად დაეხმარებოდათ ამ კითხვარის შევსება  პროფესიულ  წინსვლაში,გამოვხატე გულწრფელი მზაობა დამატებითი კონსულტაციებისთვის.
N5 აქტივობა - კონსულტაცია შევსებული თვითშეფასების კითხვარის  საფუძველზე  გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული  განვითარების  სამოქმედო  გეგმისშემუშავებაში  დახმარების  გაწევა.
კითხვარის შევსების შემდეგ გამოვლენილ  საჭიროებებზე კონსულტაციისას  ,შევეცადე,კიდევ ერთხელ  გადაეხედათ და დაეჯგუფებინათ შესასრულებელი აქტივობები, გამოეკვეთათ უმნიშვნელოვანესი საჭიროებები და ემსჯელათ კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის, საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის რეფლექსიის, მეთოდოლოგიური ლიტერატურის წაკითხვის, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე დასწრების ეფექტურობაზე.
ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა და კოლეგებთან უკუკავშირმა მე, როგორც პედაგოგსა  და ფასილიტატორს, შემძინა მეტი გამოცდილება, რაც მომცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად წარვმართო ჩემი საქმიანობა.


ქ. თბილისის სსიპ N108 საჯარო სკოლის ფასილიტატორი ლია ჭეფხოძე

                          ფასილიტატორის სამუშაო გეგმის ანგარიში
2016 წლის 30 იანვარი–შეხვედრა ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგებთან
მიზანი– გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა–კონსულტირება
2016წლის 5 თებერვალი– შეხვედრა ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან
მიზანი– გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა–კონსულტირება
2016წლის 6 თებერვალი– შეხვედრა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან
მიზანი– გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა–კონსულტირება
2016წლის 7 მარტი–შეხვედრა ჩემი ფასილიტაციის ქვეშ მყოფ 10 მასწავლებელთან
მიზანი–მოსწავლეებთა კეთილგანწყობილი ურთიერთობისა და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის დასამყარებლად უკუკავშირი
2016წლის 10 აპრილი– შეხვედრა ფასილიტაციის ქვეშ მყოფ 10 მასწავლებელთან
მიზანი–მოსწავლეებთა კეთილგანწყობილი ურთიერთობისა და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის დასამყარებლად უკუკავშირი
2016წლის 20 აპრილი–შეხვედრა ფასილიტაციის ქვეშ მყოფ დაინტერესებულ პედაგოგებთან
მიზანი– ეფექტური საგაკვეთილო გეგმების მიმოხილვა და უკუკავშირი
2016წლის 10 მაისი–ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის მიწოდება
მიზანი– პრაქტიკული კვლევის წარმოებისა და შეფასების შესახებ მასწავლებელთა ინფორმირება.

ვფიქრობ 2015–2016 წლებში ჩემი, როგორც ფასილიტატორის, ძლიერი მხარე იყო მზაობა და დადებითი კომუნიკაციის ქონა პედაგოგებთან. აქტიურად ვაწვდიდი მათ ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციას, ვეხმარებოდი მათთვის გაურკვეველი საკითხების გაცნობაში, ვამყარებდი ეფექტურ უკუკავშირს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად.
მიმაჩნია, რომ საჭიროა მეტი მუშაობა მათი მოტივაციის ასამაღლებლად, რათა წარმატებით განახორციელონ სქემის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.




Комментариев нет:

Отправить комментарий