სსიპ ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლის IX ა კლასის დამრიგებლის ლია ჭეფხოძის
2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის
ა ნ გ ა რ ი შ ი
მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი მოვალეობის განხორციელება დავიწყე სამოქმედო გეგმის შედგენით. სასწავლო წლის დაწყებამდე შევხვდი მშობლებსა და მოსწავლეებს ხელშეკრულების საფუძველზე დავურიგე სახელმძღვანელოები და ყურადღება გავამახვილე მოსალოდნელ სირთულეებსა და ცვლილებებზე. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად „IXა კლასის კონსტიტუცია“, რომელიც გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილას. სასწავლო წლის დასაწყისში კლასში ირიცხებოდა 29 მოსწავლე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი პრობლემური ქცევის მოსწავლეებზე ( მ. გასპარიანი, ბ. ტატურაშივი, ს. გვალია). ინტენსიურად ვხვდებოდი მათ მშობლებს და ვაწვდიდი ინფორმაციას მათ შესახებ. მშობელთა კრება ჩავატარე ოთხჯერ, რომლის დროსაც ვცდილობდი მშობლები შემეხვედრებინა საგნის მასწავლებლებთან, ვაცნობდი გაცდენებთან დაკავშირებულ მოსალოდნელ შედეგებს და აქტიურად ვრთავდი მათ სკოლის ცხოვრებაში. კლასში წარმოქმნილი პრობლემების დროს ვმართავდი სკოლის დირექციას, რათა ერთად აღმოგვეფხვრა წარმოქმნილი სირთულეები.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას, მათში მოქალაქეობრივი აქტივობის გაძლიერებას და, შესაბამისად, ვატარებდი კლასის საათებს და ვგეგმავდი დისკუსიებს. განვახორციელე დაგეგმილი ღონისძიებები: დისკუსია თემაზე „თუ შეცდი, აღიარე“, „ ჩემი ოჯახის ტრადიციები“. ვისაუბრეთ თაობათა თანაცხოვრებაზე, დროის ყადრზე, გავაანალიზეთ ათი მცნება და ვისაუბრეთ ცამეტი ნოემბრის ტრაგიკულ მოვლენაზე, რომლის შემდეგ დავწერეთ არგუმენტირებული ესე „ტერორიზმი_კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხია“, მოვაწყვეთ სიმულაციური სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც „გავასამართლეთ“ ო. ჭილაძის ნაწარმოების „ადამიანი გაზეთის სვეტში“ პერსობაჟი კრუს ხიმენესი. პირველი სემესტრის განმავლობაში ყოვეკვირეულად ვამოწმებდი თითოეული მათგანის აკადემიურ მოსწრებას და კოლეგებთან უკუკავშირით ვცდილობდი, დამედგინა ინდივიდუალური საჭიროებანი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენდი სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მიმართ (ა. სამხარაძე, ა. გივიაშვილი).
პირველი სემესტრის აკადემიური მაჩვენებელია
ასწრებს: 10_ზე
9_ზე
7-8_ზე
5-6_ზე
ვერ ასწრებს:
ვფიქრობ, ჩემი სადამრიგებლო მუშაობა ბოლომდე ვერ ასახავს იმ მოვალეობებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ესგ_ს შესაბამისად. ვიმედოვნებ, ჩემი მუშაობა მეორე სემესტრში გახდება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული.
სსიპ. ქალაქ თბილისის
N108 საჯარო სკოლის IXა კლასის დამრიგებლის 2015-2016 სასწ. წლის I სემესტრში გაწეული მუშაობის რეფლექსია
სადამრიგებლო კლასში გაწეული მუშაობა ,ვფიქრობ,სრულიად არ ასახავს ჩემს
ვალდებულებებსა და შესაძლებლობლებს.ჩემს დადებით მხარედ მიმაჩნია მოსწავლეებთან ჯანსაღი
კომუნიკაციის უნარი და მუდმივი კეთილგანწყობა მათ მიმართ,ქცევის კორექტირებისას დადებითი
განმამტკიცებლების გამოყენება და აქტიური მოსმენის უნარი.ისინი ცდილობენ,გაითვალისწინონ
ჩემი აზრი,პატივს სცემენ ჩემს შეხედულებებს და გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს.განსაკუთრებული
პრობლემა იქმნება სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობისას,მაგრამ არ არის გადაულახავი
,რადგან ისინი ითავისებენ შექმნილ პრობლემებს,არიან გულახდილები.მათ შორის დამოკიდებულება
ზოგადად ჯანსაღია,მაგრამ არის ურთიერთობის დაძაბვის ფაქტები(ლ.მუმლაძე,მ.გასპარიანი)(მ.გასპარიანი,ბ.იობიძე)დავიბარე
მშობლები,ინფორმაცია მივაწოდე დირექციას და ერთად მოვაგვარეთ მათ შორის არსებული პრობლემები.
სისტემატურად ვატარებდი კლასის საათებს დაგეგმილი საკითხებით,რამაც გამოკვეთა
,რომ მოსწავლეებს მოსწონთ არასაგაკვეთილო საუბრები,შეუძლიათ არგუმენტირებული მსჯელობა,
მაგრამ უჭირთ აზრების გენერირება,დისკუსიის მართვა დამოუკიდებლად,რის დაძლევაში დამეხმარება
დისკუსიის შეფასების რუბრიკის შემუშავება.
სუსტ მხარედ მიმაჩნია მკაფიო მოთხოვნებზე აქცენტირება,როგორც მოსწავლეებთან
,ასევე მშობლებთან.ასევე საჭიროა თვითშეფასების დღიურის წარმოება,სუსტი მხარეების გააზრება და კოლეგების
გამოცდილების გაზიარება.
ასევე საჭიროა საგნის მასწავლებლებთან ყოველკვირეული ინფორმაციის შეგროვება,როგორც
აკადემიური მოსწრების,ასევე ქცევის კონტროლისთვის.
II სემესტრის სადამრიგებლო ანგარიში
კლასის დამრიგებელი:ლია
ჭეფხოძე
მიმდინარე
სასწავლო წლის მეორე სემესტრში ინტენსიურად ვახორციელებდი საკლასო საათების ჩატარებას
ჩემს სადამრიგებლო კლასში სოციალური უნარ-ჩვევების განვიტარების მიზნით. კონკრეტულად,
ჩავატარე ღონისძიება სათაურით „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ ბავშვებმა მოამზადეს
კედლის გაზეთები ოკუპაციის თემაზე, შექმნეს ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ეხებოდა
1921 წლის საქართველოს ოკუპაციას. შემდეგ კლასი ისტორიის მასწავლებელთან თეა დოლიძესთან
ერთად ეწვია ოკუპააციის მუზეუმს. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ისტორიის
უმნიშვნელოვანეს პერიოდს და ვიზუალურად აღიქვეს ამ პერიოდის ტრაგიკული მოვლენები. მიღებული
შთაბეჭდილებები მათ თემის სახით წარმოადგინეს, ასევე მოსწავლეებმა მარტში შექმნეს ელექტრონული
ჟურნალი „ქალები და მათ როლი საზოგადოებაში“.აღნიშნულმა
თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მათში, რის შემდეგაც მოვაწყვეთ დისკუსია გენდერულ თანასწორობაზე.
ასევე მთელი სემესტრის განმავლობაში ვატარებდი კლასის
საათებს: „მე და საზოგადოება“, „სასკოლო გარემო ბულინგის გარეშე“, „რელიგიური უმცირესობების
მდგომარეობა საქართველოში“, აღნიშნული თემები მათ დაეხმარა სოციალური უნარ-ჩვევების
გამომუშავებაში, ასევე გაუღრმავდათ ტოლერანტობისა და მოქალაქეობრივი შეგნების კულტურა.
ჩავატარე 3 მშობელთა კრება და ასევე მქონდა ინდივიდუალური შეხვედრები პრობლემური ქცევის
მქონე მოსწავლეთა მშობლებთან ( გვალია, ტატურაშვილი, ქვარცხავა, მუმლაძე).
სასწავლო წლის ბოლოს მოვაწყვეთ ექსკურსია მარშრუტით
„თბილისი-ქუთაისი-თბილისი“, ბავშვებმა მოინახულეს გელათის, ბაგრატის და მოწამეთას ეკლესიები,
ასევე სათაფლიის ნაკრძალი.
წლის ბოლოს კლასში ირიცხება 30 მოსწავლე, აქედან ექსტერნატს
აბარებს 1 მოსწავლე,
წლის ბოლოს
კლასის აკადემიური მოსწრება
10
|
9
|
7-8
|
5-6
|
3-4
|
1-2
|
1
|
1
|
3
|
25
|
Комментариев нет:
Отправить комментарий