Страницы

სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

პროექტის სათაური
„ბედი- მდევარი“ მ.ჯავახიშვილის შემოქმედებაში
პროექტის აქტუალურობა
პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების ჩამოყალიბებას, ლიტერატურულ-ისტორიული კონტექსტების დაკავშირებას და მწერლის შემოქმედების უმთავრესი შინაგანი მოტივის გამოცნობას.კომპოზიციური მნიშვნელობის ელემენტისა და ესთეტიკური  კრედოს გააზრებას.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა ორი ნაწარმოების: „ჯაყოს ხიზნებისა“ და „ლამბალო და ყაშას“  მაგალითზე გაიაზრონ მწერლის შემოქმედებითი მოტივები, დააკავშირონ და შეაპირისპირონ სხვადასხვა პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებაში წარმოჩენილ მსგავს სიმბოლოებს, შეძლონ ისტორიული კონტექსტის ლიტერატურულ ჭრილში განხილვა, პრობლემის გამოკვეთა და ფორმულირება,საკუთარი მოსაზრებების შეჯამება .
საგნობრივი სტანდარტები , რომელსაც ეყრდნობა პროექტი
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.

ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
  ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.

ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
 
პროექტის ამოცანები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ერთი მხრივ, „ჯაყოს ხიზნების„ პერსონაჟების, ნაწარმოებში ასახული ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მხატვრული სახეების განსაზღვრა, მეორე  მხრივ, „ლამბალო და ყაშას“ ისტორიული კონტექსტის გააზრება, თითოეული პერსონაჟის  „ბედი -მდევარის“ ინტერპრეტირება და საკუთარი მოსაზრებების შეჯამება. „ბედი-მდევარის“ მოტივის გამოცნობა „ვეფხისტყაოსანში“, გურამიშვილისა და ბარათაშვილის შემოქმედებაში და ლირიკული სიმბოლოს შეპირისპირება ჯავახიშვილის „ბედ-მდევართან“.
პროექტის განხორციელების წინაპირობები
მოსწავლეებს უჭირთ „ჯაყოს ხიზნების“ ალეგორიული არსის გააზრება და მათი დაკავშირება თანამედროვეობასთან, ასევე „ლამბალოსა და ყაშას“ თემატიკის გააზრება ისტორიულ კონტექსტში. ინფორმაციების შეჯერება, ლიტერატურული და ისტორიული ასპექტების დაკავშირება.
განხორციელებული აქტივობები
I ეტაპი პროექტის გაცნობა
მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციას პროექტის შესახებ, ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ვთავაზობ მიზანშეწონილ საკითხთა ნუსხას, რომელშიც მოცემულია პროექტის მიზნები, შინაარსი და სარგებლობა,ვურჩევ შესაბამის კრიტიკულ ლიტერატურას და ვაწყობ დისკუსიას პროექტის თემაზე.ლიტერატურისა და სხვა რესურსების შერჩევის შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას ვუწევ მოსწავლეებს და ვეხმარები მათ სამუშაოს განაწილების, დროის რესურსის ეფექტურად გამოყენების დაგეგმარებაში.
ვიყენებ დიაგრამულ ცხრილებს ორივე ნაწარმოების  მიხედვით, რომლებშიც განაწილებულია პერსონაჟები და მოვლენები. პროექტის  დაწყებამდე ვაწერინებ არგუმენტირებულ ესეებს მსგავს თემაზე,რაც მათ დაეხმარებათ უკეთ გაიაზრონ შესასრულებელი ამოცანა,
II ეტაპი კვლევის დაწყება
უპირველეს ყოვლისა, ვუხსნი მოსწავლეებს, რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად ვურიგებ მათ ჯგუფური შეფასების რუბრიკას , რომელსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებენ, შემდეგ ვთხოვ მათ, რომ გაინაწილონ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით: მაგ. ერთმა ჯგუფმა ბარათაშვილის „შავი ყორანი შეუპირისპიროს „ლამბალო და ყაშაში“ წარმოდგენილ გველის სიმბოლურ სახეს,მეორე ჯგუფმა დაამუშავოს „ბედი-მდევარის სიმბოლური სახე ისტორიული კონტექსტით ორივე ნაწარმოებში , მესამე ჯგუფი შეაპირისპირებს პერსონაჟების ბედისწერას და ააწყობს პრეზენტაციას, მეოთხე წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოს, კვლევის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაძლევ შესაბამის მითითებს, რათა არ გასცდნენ პროექტის ჩარჩოებს,
III ეტაპი დასკვნითი ნაწილი
პროექტის დასასრულს ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის საშუალებით, შემდეგ გავმართავთ დისკუსიას,შემდეგ თხოვ მოსწავლეებს, დაწერონ ინდივიდუალურად რეფლექსიური ესე და შეავსონ თვითშეფასების რუბრიკა.
შეფასებისა და მონიტორინგის სტრატეგია
ვენის დიაგრამა- ვენის დიაგრამის გამოყენებით მოსწავლეებს გავაანალიზებინებ პერსონაჟთა განსხვავებულ და მსგავს მხატვრულ სახეებს.
დისკუსია დისკუსიის დროს შევაჯამებ „ბედი-მდევარის“ ბელეტრისტულ სახეს ლირიკულ სიმბოლოებთან.
პროექტის გეგმები - გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებსაკუთარი  გეგმის განვითარებასა  და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაში, ისინი ისახავენ მიზნებს,  აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
თვითშეფასება და რეფლექსია - გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს  მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
ჯგუფებზე დაკვირვება - გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე,კონკრეტულად, დავაკვირდები,როგორ იყენებენ შესაბამის მეთოდურ ლიტერატურას და რამდენად უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება სამუშაო პროცესში.
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები -  გამოვიყენებ  მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშვნები მოგროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში.დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს შეუწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას შესძენს საბოლოო შეფასებებს.

პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის განხორციელებისას შეიძლება გამოიკვეთოს სხვადასხვა სირთულე, კონკრეტულად მოსწავლეები ემზადებიან საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის,რაც ქმნის დროის დეფიციტს, ასევე არიან სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები,რომლებსაც გაუჭირდებათ აღნიშნული პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და სიმბოლური გააზრება. ამ სირთულეების დაძლევის მიზნით, ვეცდები მათ მივცე დავალებები მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მოვახდინო მათი ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, დავაინტერესო კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას, დავეხმარო, როგორც ფასილიტატორი, პროექტის მიმდინარეობისას. დავეხმარო იმის გააზრებაში, რომ შესასრულებელი სამუშაო მათ დაეხმარება გამოცდების უკეთ დაძლევაში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დასმული ამოცანის გადაწყვეტის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები,შეძლებენ შემოქმედებითი, არაორდინალური გადაწყვეტის გზების ძიებას, გააქტიურდება მათი ისეთი კომპლექსური უნარები, როგორებიცაა: ანალიზი, სინთეზი, შედარება, შეფასება და განსჯა, გაიზრდება სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხი და შეიძენენენ ინტელექტუალურად დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

პროქტის განხორციელების ვადები
4კვირა
პროექტში მონაწილეთა დონე/კლასი
საშუალო/XII კლასი
პროექტის ფასილიტატორი
ლიაჭეფხოძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ფასილიტატორის ელ-მისამართი




 პროექტის „ბედი-მდევარი“ მ.ჯავახიშვილის შემოქმედებაში“- რეფლექსია
   საშუალო საფეხურზე ,XII კლასში განვახორციელე  პროექტი სათაურით „ბედი-მდევარი“ მ. ჯავახიშვილის შემოქმედებაში“.დროის დეფიციტის გამო კონკრეტულად შემოვიფარგლე ორი ნაწარმოებით: „ჯაყოს ხიზნები“ და „ ლამბალო და ყაშა“.
     ვფიქრობ, აღნიშნულმა პროექტმა სრულად ვერ ასახა „ბედი-მდევარის“ სიმბოლური გააზრება ჯავახიშვილის შემოქმედებაში, მაგრამ გამოკვეთა მისი სიმბოლური სახის მთავარი ასპექტები. კონკრეტულად, განვიხილეთ „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟების ცხოვრებისეული გზა, დავაკავშირეთ ბედისწერის სიმბოლოსთან და შევაჯერეთ ინფორმაციები, ვიმსჯელეთ მასზე, როგორც არაერთსახოვან პარადიგმაზე მოცემულ ნაწარმოებებში და შევაპირისპირეთ მსგავს მხატვრულ სახეებს ქართულ ლიტერატურაში. ასევე გავაანალიზეთ „ბედი-მდევარის“, როგორც ისტორიული ბედისწერის განსხვავება „ჯაყოს ხიზნებთან“, ვფიქრობ მოსწავლეებმა მოახერხეს პრობლემების გამოკვეთა, განუვითარდათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მეტად აქტუალურია მათ ასაკში.
    პრეზენტაციით, სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის შერჩევით, ზეპირი რეკომენდაციებითა და დისკუსიებით  მოსწავლეებს დავეხმარე პროექტის უკეთ წარმართვაში. მიღწეული შედეგი მეტ-ნაკლებად რელევანტურია ესგ-ით გათვალისწინებულ მიზნებთან.

სტ-ის ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების რეფლექსია
   საბაზო საფეხურზე, კონკრეტულად, IX კლასში ჩავატარე ლიტერატურული საღამო სათაურით: „ მე დავბრუნდები“, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი პოეტების ხსოვნას. აღნიშნულ საღამოზე გამოვიყენე წარმოდგენილი ციფრული რესურსი, რომელიც მოიცავდა არა მარტო დოკუმენტურ მასალას, არამედ ომში მონაწილე ქართველი პოეტების შემოქმედების მხატვრულ ინტერპრეტაციას და აუდიომასალას.
 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურზე, სადაც უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების განვითარება, მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება და ცოდნის ტრანსფერი. კონკრეტული ციფრული რესურსის გამოყენება, რომელიც შეესაბამება ესგ-ს ძირითად მიმართულებებს, მოსწავლეებს უვითარებს სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ეხმარება მათ, სწორად გაიაზრონ მოცემული დავალების შინაარსობრივი მხარე, რაშიც მათ დაეხმარა სლაიდშოუში გამოყენებული ფართოპლანიანი წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომზე,ისტორიულ მასალებთან ერთად მათი ინტერესი გააღრმავა კინოფილმ „შინდლერის სიის“ საუნდტრეკმა და სამამულო ომის თემატიკაზე შექმნილმა პლაკატებმა.
აღნიშნული ციფრულმა  რესურსმა ასევე გააღრმავა მათი წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომზე, ვიზუალურმა ეფექტმა საინტერესო გახადა ლიტერატურული საღამო მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ისინი გაეცნენ აქამდე მათთვის უცნობ ინფორმაციებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა  მხატვრული კომპოზიციები, რომლებიც უკავშირდებოდა პოეტების შემოქმედების თემატიკას.
მოსწავლეები აღნიშნული რესურსის გამოყენებით ახდენენ მოვლენების კლასიფიცირებას, შეუძლიათ მსჯელობის, ანალიზის უნარების განვითარება (ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავე-ბული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით)
    ვფიქრობ, ციფრული რესურსის გამოყენება მათ ეხმარება ცოდნის განმტკიცებაში, მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მასალის უკეთ ინტერპრეტირებაში.ისინი ახორციელებენ ეფექტურ ტრანსფერს სხვადასხვა საგანთან მიმართებით, რაც ეხმარება მიღებული ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში დალექვას.

Комментариев нет:

Отправить комментарий