Страницы

სადამრიგებლო მუშაობისას წარმოჩენილი პრობლემების კვლევა და მისი გადაჭრის გზები

IXკლასი
სადამრიგებლო მუშაობისას წარმოჩენილი პრობლემების კვლევა  და მისი გადაჭრის გზები

პრობლემა
1.კონფლიქტური სიტუაციები ბავშვებს შორის.
2.კონფლიქტური სიტუაციები ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის.
3.ჰიპერაქტიული ბავშვების ქცევები
4.ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
5. გაცდენების პრობლემა.
6.მშობლებთან კონტაქტის პრობლემა.

მიზეზები


1.განსხვავებული ქცევის მქონე მოსწავლეთა დაპირისპირება. კლასგარეშე საუბრების დეფიციტი. ოჯახური გარემოს და აგრესიის მიზეზების დაუდგენლობა. დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლების არარეგულარული გამოყენება.










2.ქცევის კორექტირების მიზნით საკუთარ თავზე დაკვირვების არარსებობა, ემპათიის გრძნობის ნაკლებობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, დროული რეაგირება და წახალისების მეთოდის ნაკლებობა სასურველი ქცევის დროს.










3.მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოყენების დეფიციტი. ამ ბავშვების იგნორირება საკლასო ღონისძიებების დროს. მათ მშობლებთან ნაკლები კონტაქტი. ს.გვალია, ბ.ტატურაშვილი, მ.გასპარიანი
4.სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვების მიმართ ყურადღების დეფიციტი. მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე ნაკლები დაკვირვება. მათთან ფსიქოლოგიური საუბრების ნაკლებობა. შეფასებისას მათი პრობლემების გათვალისწინება.
ა.სამხარაძე (ქრონიკული ჰაიმორიტი)
ა.გივიაშვილი (ალბინოსი, სუსტი მხედველობა)









5.გაცდენებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მშობლების ნაკლები ინფორმირება, გაცდენების მიზეზების ყოველდღიური კვლევის ნაკლებობა, მშობლებთან ხშირი კონტაქტის დეფიციტი.
ა.სამხარაძე. თ.ფორჩხიძე
6.მოსწავლეთა ოჯახური გარემოს შესწავლის ნაკლებობა. მშობლების უფლება-მოვალეობების გაცნობის დეფიციტი. სკოლის დირექციის არაინფორმირებულობა დამრიგებლის მხრიდან არსებულ პრობლემებზე.
მ.გასპარიანი. მ.კალაშიანი. მ.მარქარიანი
გადაჭრის გზები
1.მედიატორის უნქციის გამოყენება. არასაკლასო გარემოში მოსწავლეთა ხშირი კონტაქტი. მათი პიროვნული ღირებულებების წინ წამოწევა. ხშირი დისკუსიები.
2.მოსწავლეთა ქცევისა და აკადემიური მაჩვენებლების ყოველკვირეული მონიტორინგი სხვადასხვა საგანში. საგნის მასწავლებლებთან ოპერანტული განპირობებულობის თეორიების მიმოხილვა და პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული გზების ძიება.
3.ჰიპერაქტიულ ბავშვებთან ქცევის თვითშეფასების სქემების გამოყენება, მათი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესებში. მათ მშობლებთან ხშირი კონტაქტი.
4.მათი ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზების დადგენა, ინდივიდუალური მუშაობის გაძლიერება, სასწავლო პროცესის განსაზღვრა მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
5.სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირებულება გაცდენებთან დაკავშირებით.გაცდენის მიზეზების დაუყონებლივი დადგენა. მათი წახალისება და საკლასო ღონისძიებებში აქტიური ჩართვა, სკოლის დირექციისთვის ინფორმაციის მიწოდება გაცდენებთან დაკავშირებით.
6,მშობლების აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. მათი უფლება-მოვალეობების მკაფიო განსაზღვრა, მათი მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში, მათ მიმართ დამრიგებლის დამოკიდებულების კორექტირება. ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება


Комментариев нет:

Отправить комментарий