2015-2016 სასწავლო წელს განსახორციელებელი პროექტების
გეგმა
პროექტების მიზანი: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებით
მიღწეული შედეგის წარმოჩინება. დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის
ამაღლება.
VIII ბ-
ბრბოს ფსიქოლოგია. „მარიტასა“ და „ეშმაკის ქვის“ მიხედვით.
მოსწავლეებს ევალებათ, გაარკვიონ, რა იწვევს ინდივიდის ჩართვას კოლექტიურ უსამართლობაში.
„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“-
მოსწავლეებს ევალებათ, გაარკვიონ, ადამიანის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოიძიონ
ლიტერატურული პარალელები და ცხოვრებისეული მაგალითები.
„სიზმრის საზრისი ქართულ ლიტერატურაში“- მოსწავლეებს
ევალებათ, მოიძიონ სიზმრის სიმბოლური საზრისები ვაჟა-ფშაველას, დ.კლდიაშვილის შემოქმედებაში
და დაუკავშირონ ა.წერეთლის „ბაში-აჩუკის“ კირილე მღვდლის სიზმარს.
IX ა
-„ავთანდილის ანდერძის გამოძახილი ქართულ ლიტერატურაში“-
მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ არქეტიპები და მიზნის მისაღწევად ცხოვრებისეულ სიძნელეებს
შეჭიდებული გმირები.
ო.ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“- მოსწავლეებს ევალებათ,
გაარკვიონ ტექსტის ძირითადი პრობლემა. მოიძიონ პარალელები ლიტერატურაში.
„ემიგრაციის პრობლემა ნ.ლორთქიფანიძისა და მ.ჯავახიშვილის
შემოქმედებაში“- მოსწავლეებს ევალებათ, იმსჯელონ აღნიშნულ პრობლემებზე „გულისა“ და
„მიწის ყივილის“ მიხედვით. დაუკავშირონ ცხოვრებისეულ მაგალითებს.
Xბ
გრიგოლ ხანძთელის „სრბა“- მოსწავლეებს ევალებათ დაუკავშირონ ხანძთელის გზა ბიბლიური
გმირების ცხოვრებას და ბიბლიურ იგავებს.
„ფსევდოდიონისე არეოპაგელი-პეტრე იბერი და მისი შეხედულებების
ასახვა „ვეფხისტყაოსანში“- მოსწავლეებს ევალებათ გაარკვიონ ბოროტების არასუბსტანციურობის
ასახვა „ვეფხისტყაოსანში“.
„დავითიანის ეგზისტენციალიზმი“- მოსწავლეებს ევალებათ
გურამიშვილის თეოლოგიური დიქტრინის გაანალიზება და ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახისმეტყველებაზე
მუშაობა.
XII „ჯაყო
გუშინ და დღეს“- მოსწავლეებს ევალებათ განსაზღვრონ ჟაყოობის პრობლემის აქტუალურობა.
„ხელოვნება კ.გამსახურდიასა, გ.ტაბიძის და ჯ.ქარჩხაძის
შემოქმედებაში“- მოსწავლეებს ევალებათ, გაარკვიონ ტოტალიტარიზმის ეპოქაში ხელოვანთა
ბედი.
Комментариев нет:
Отправить комментарий