Страницы

საგნობრივი ანგარიში

სსიპ ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის  ლია ჭეფხოძის
2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის
ა ნ გ ა რ ი შ ი
2015-2016 სასწავლო წელს საგნობრის კათედრაზე ერთობლივა შევიმუშავეთ ესგ_ს შესაბამისად თემატური გეგმები, სილაბუსები და შეფასების კრიტერიუმები. მიმდინარე სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ოთხ კლასში (VIIIბ, IXა, Xბ, XII). თითოეულ კლასში მუშაობისას ვითვალისწინებდი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. მაგ, VIIIბ კლასში მეტი მუშაობა წარვმართე მეტყველების კულტურისა და წერითი კულტურის განვითარების მიზნით. ხშირად ვწერდით არგუმენტირებულ ესეებს, მოვაწყვეთ დისკუსი თემაზე: „ადამიანის უმთავრესი დანიშნულება“, ასევე ვიმსჯელეთ ლიტერატურულ პარალელებზე კონკრეტულ თემასთან მიმართებით, ერთმანეთს შევადარეთ ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი „ხეებს“, გავმართეთ დებატები თემაზე „კაროჟნა დღეს“, ვნახეთ ტელესპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“. სისტემატურად ვმუშაობდით სტილისტური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომების აღმოფხვრაზე, შევადგინეთ გრამატიკული რუკები, მოვაწყვეთ ნ. ლორთქიფანიძის ნოველების საჯარო განხილვა. რამდენიმე მოსწავლეს (ნ. კვინიკაძე, ო. წმინდაშვილი) ქცევის მართვისა და აკადემიური დონის ამაღლების მიზნითვაძლევდი განსხვავებულ, საჭიროებებზე მორგებულ დავალებებს.
X კლასში მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ჟანრობრივი კოდის ამოცნობაზე. დავამუშავეთ რ. სირაძის, გრ. ფარულავას ნაშრომები ჰაგიოგრაფიის სახისმეტყველების გასააზრებლად, შევადგინეთ არქაული სიტყვების ლექსიკონი. მეტაკოგნიტური უნარების გასავითარებლად ხშირად ვიყენებდი 3-2-1 რუბრიკას, სააზროვნო სქემებს, ვწერდით დამატებით ტესტებს, არგუმენტირებულ ესეებს, მივმართავდით შედარებითი ანალიზის ფორმებს.
IX კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან შევადგინე ინდივიდუალური სამუშაო პროგრამა (ლ. რეხვიაშვილი, მ.გასპარიანი, გ. ვარამაშვილი, ნ. ფორჩხიძე). მოვამზადეთ პროექტი ე. თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისტტექნოლოგიების გამოყენებით, წავიკითხეთ კლასგარეშე ლიტერატურა ნ. ლორთქიფანიძის ნოველებთან ლიტერატურული პარალელების გავლების მიზნით, განვიხილეთ ორი ფილმი „ფესვები“ და „გაღმა ნაპირი“ და დავუკავშირეთ საგაკვეთილო მასალას. მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე „ლიტერატურული შედევრების ეკრანიზაცია“, სისტემური გრამატიკული კონპეტენციების ფლობის გარდა, მუდმივად ვმუშაობდით ტექსტების რედაქტირებაზე.
XII კლასში ჩემს მუშაობას განსაკუთრებულად წარვმართავდი წლის ბოლოს საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად. მოვაწყვეთ ლიტერატურული დისკუსია თემაზე: ეპიგრაფების მნიშვნელობა მოთხრობაში „შელოცვა რადიოთი“, გავმართეთ დებატები თემაზე  „გიორგი I_ მისი ღირსება და ნაკლი, ინტენსიურად ვმუშაობდით ტროპული მეტყველების სხვადასხვა ხერხის ამოცნობასა და მის დანიშნულებაზე მხატვრულ ნაწარმოებში, ვწერდით არგუმენტირებულ ესეებს, ვასწორებდით სტილისტურ_პრაზეოლოგიზმულ შეცდომებს, ვცდილობდი წინარე ცოდნის გააქტიურებას და მის დაკავშირებას ახალ მასალასთან.
ვფიქრობ, პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა ვერ ამოწურავს ჩემს პედაგოგიურ შესაძლებლობებს. მეორე სემესტრში დაგეგმილ აქტივობებს უფრო მეტად დავაფუძნებ თვითრეფლექსიას, კოლეგენთან უკუკავშირს და კრეატიული იდეების განხორციელებას. ვეცდები ჩემი მუშაობა წარვმართო ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით: ერთნაირად შევუწყო ხელი როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
აკადემიური   მაჩვენებლები:
კლასი
    4
      5
      6
      7
      8
      9
      10
    VIII-ბ

      1
      2
      9
      4
      6
        5      
      IX-ა
 
     6
      5
      6
      6
      3
       2
      X-ბ 

     1
      9
      3
      4
      3
        4
     XII
    1
      3
      8
      3
      4
      5



სსიპ. ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლია ჭეფხოძის 2015-2016 სასწ. წლის I სემესტრში გაწეული მუშაობის რეფლექსია
გაწეული მუშაობის რეფლექსია ძირითადად  ეყრდნობა 4კლასში განხორციელებულ აქტივობებს.მერვე კლასში მუშაობის დადებით მხარედ მიმაჩნია გრამატიკული კომპეტენციების ფლობისათვის არა მარტო სისტემური გრამატიკის,არამედ პრაქტიკული სამუშაოების კეთება.ე.წ +მეთოდი.(სიტყვების სწორად დაწერა და სწორი პასუხების დათვლა)არგუმენტირებულ ესეებზე მუშაობა ,გეგმის შედგენაზე სისტემატური მუშაობა,ასევე ლიტერატურული  პარალელების მოძიება და წინარე ცოდნასთან დაკავშირება.სუსტ მხარედ მივიჩნევ  სხვადასხვა აქტივობის არაინტენსიურობას და შეცდომებზე ფოკუსირების  ნაკლებობას.
მეცხრე კლასში გაწეული მუშაობის დადებით მხარედ მივიჩნევ ასევე არგუმენტირების ,კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის ესეების წერას,არასაპროგრამო მასალაზე მუშაობას,ინტერნეტმასალებზე მუშაობას დამატებითი ინფორმირებისთვის,მაგრამ სუსტ მხარედ ვთვლი შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების დაუძლევლობას.

მეათე კლასში განვლილ სემესტრში კონცენტრირებული ვიყავი ჰაგიოგრაფიული თხზულებების ჟანრობრივი  მახასიათებლების გაცნობაზე.სისტემატურად ვცდილობდი,მაქსიმალურად კარგად გაეგოთ ტექსტი,დაეკავშირებინათ ისტორიულ მოვლენებთან,ვმუშაობდით ლექსიკონზე,ვიყენებდი 321 მეთოდს, ვაგებდით სააზროვნო სქემებს ,ვააქტიურებდი წინარე ცოდნას.მაგრამ ხარვეზად მიმაჩნია გრამატიკულ მასალაზე ნაკლები მუშაობა,ინდივიდუალური შესაძლებლობებზე კონცენტრაციის ნაკლებობა.
მეთორმეტე კლასში გაწეული მუშაობა ნამდვილად არ იყო ეფექტური,რადგან მათი მხრიდან მუდმივად ვიღებდი სუსტ მოტივაციას,მიუხედავად საატესტატო და ეროვნული გამოცდებისა ,მაგრამ დადებით მხარედ მიმაჩნია მათი ინტენსიური მუშაობა ტექსტის რედაქტირებაზე,ლიტერატურული პარალელების მოძიება,არგუმენტირებულ ესეებზე მუშაობა,მითითებების მიხედვით თემის წერა,ასევე წაკითხულის გააზრებაზე მუშაობა.
ვფიქრობ,საჭიროა მუშაობის გააქტიურება ინდივიდუალური შესაძლებლობების  მიხედვით.მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება.


სსიპ ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის  ლია ჭეფხოძის
2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრის

ა ნ გ ა რ ი შ ი

   მეორე სემესტრში განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. კონკრეტულად 8 ბ კლასში მეტი კონცენტრირება  მოვახდინე წერითი კულტურის დახვეწაზე.მოსწავლეებს უჭირდათ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც გამოვლინდა შემაჯამებელ წერებში,ისინი ვამუშავე ტექსტების რედაქტირებაზე და გრამატიკულ ტესტებზე. ასევე ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი თემის "ჩემი სამშობლო", რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლაიდშოუები საქართველოს სხვდასხვა კუთხის შესახებ, თავად აირჩიეს ჟიური და შეადგინეს შეფასების კრიტერიუმები. გაკვეთილმა აამაღლა მათი შინაგანი მოტივაცია და ასევე გააღრმავა მათი ცოდნა არა მარტო ლიტერატურაში, არამედ ისტორიაშიც. ასევე მერვე კლასში  გავმართეთ დისკუსია "ბრბოს ფსიქოლოგია", რომელზეც შევაჯამეთ შესწავლილი ნაწარმოებები: "მარიტა" და "ეშმაკის ქვა" .
   მე 10 ბ კლასში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული არსისა და პარადიგმული სახეების გაცნობიერებაზე. ჩავატარე შემაჯამებელი გაკვეთილი "პერსონაჟ მამაკაცთა სახეები "ვეფხისტყაოსანში"" მოსწავლეებმა შექმნეს რესურსი (პლაკატი) ტროპული მეტყველების სახეებზე პოემაში. ჩავატარე ტესტური გამოკითხვა პოემის დასრულების შემდეგ. შევქმენით სლაიდშოუ ქართული ენის შესახებ.
   მე 9 ა კლასში პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ხშირად მივმართავდი დიაგნოსტიკურ ტესტირებას.მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე კლასში გაკეთდა ელექტრონული ჟურნალი ოკუპაციის თემაზე.მივიღეთ მონაწილეობა ქართული ენისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში.მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები. ჩავატარეთ დისკუსია ოთარ ჭილაძის " ადამიანი გაზეთის სვეტში", ახსნის შემდეგ თემაზე " მონობის არსი".ასევე დისკუსია მოვაწყვეთნ "დათა თუთაშხიას" პერსონაჟის არქიფო სეთურის სიმბოლური სახის გააზრებაზე.
    მე12  კლასში მეორე სემესტრიდან ძირითადად ორიენტირებული ვიყავი საატესტატო და ეროვნული გამოცდების წარმაატებით დაძლევაზე.ვმუშაობდით შესაბამის ტესტებზე და ასევე მოვაწყვეთ დისკუსია "ჯაყოს ხიზნების" პრობლემატიკაზე
აკადემიური   მაჩვენებლები:
კლასი
    4
      5
      6
      7
      8
      9
      10
    VIII-ბ

      1
      1
      7
      5
      5
        5      
      IX-ა
     7
      6
      5
      5
      3
       2
      X-ბ 

     
      8
      3
      3
      5
        3
     XII
    
      3
      8
      3
      4
      4


Комментариев нет:

Отправить комментарий