ეფექტური მუშაობის ხუთი ძირითადი ასპექტი
ასპექტი
|
მასწავლებლის ქმედება
|
გაგება
|
შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიზნით ახალი ინფორმაციის განხილვა წინა მასალაზე დაყრდნობით.
|
სტრუქტურირება
|
გაკვეთილის მიძნის ჩამოყალიბება მასალის უკეთ გაგების მიზნით გაკვეთილის ორგანიზების საუკეთესო ფორმის შერჩევა და მოსწავლეთა ძირითადი მოსაზრებების შეჯამება.
|
მიმდევრობა
|
გაკვეთილის შინაარსის ლოგიკურად აწყობა. მეტაკოგნიციის მეთოდების გამოყენება.
|
ახსნა
|
ძირითადი საკითხების განსაზღვრა. მაგალითების მიცემა საკითხების ილუსტრაციისთვის. კონკრეტული და აბსტრაქტული მაგალითების გამოყენება.
|
წარდგენა
|
სიტყვების კარგად წარმოთქმა. საკმარისად ხმამაღლა ლაპარაკი. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.
|
ნიმუში ერთი გაკვეთილის მაგალითზე:
ასპექტი
|
მასწავლებლის ქმედება
|
გაგება
|
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ III თავი. შუშანიკისა და აბოს ღვაწლის მიმოხილვა. ინფორმაციის მიწოდება „ცხოვრებათა“ ჟანრის განსხვავებაზე. გრიგოლ ხანძთელის ბავშვობისა და ჭაბუკობის ისტორიის გაცნობა.
|
სტრუქტურირება
|
მოღვაწეობის პერიოდების დაყოფა. პერსონაჟის მხატვრული სახის განსაზღვრა. „განუპარველი ზეთის“, „დაუვსებელი სანთლის“ და „საქორწილე კრებულის“სიმბოლოების განსაზღვრა.
|
მიმდევრობა
|
კითხვა-პასუხი მინილექციის შემდეგ. ძირითადი მახასიათებლების ამოწერა გრიგოლის თვისებების განსაზღვრა.
|
ახსნა
|
ილუსტრირებული სახით ხანძთისა და შატბერდის მონასტრების ნახვა. დიაგრამული სქემის შედგენა.
|
წარდგენა
|
სიტყვების კარგად წარმოთქმა. საკმარისად ხმამაღლა ლაპარაკი. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.
|