კითხვის გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
22/03/2016
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|
საგნის პედაგოგი
|
ლია ჭეფხოძე
|
|
კლასი
|
Xბ
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23მოსწავლე
|
|
თემა
|
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟმამაკაცთა სახეების მხატვრული გააზრება
|
|
დრო
|
45 წთ
|
|
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები
|
გააცნობიერებენ მხატვრული ტექსტის მნიშვნელობას. შეძლებენ მათი თვისებების
გააბნალიზებას, შედარებასა და შეფასებას
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ქართ.X.8.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ X.9.
მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
ქართ X.12.მოსწავლეს
შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
|
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
შესწავლილი აქვთ პოემა და იწყებენ მისი მხატვრული–ესთეტიკური ასპექტების
გაანალიზებას–შეჯამებას
|
|
გაკვეთილის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები
|
მთელი კლასი.
სამი ჰომოგენური ჯგუფი( თითოეულ ჯგუფში 8 მოსწავლე)
I ჯგუფი-მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
II ჯგუფი-დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
III ჯგუფი-საშუალო
მოსწრების მქონე მოსწავლეები
|
|
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები
|
პრეზენტირება, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა
|
|
სასწავლო მასალა
|
ტექსტი, ცარცი, დაფა, სამუშაო ფურცლები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
სიის ამოკითხვა-1 წთ
I ფაზა– გამოწვევა–5წთ
გონებრივი იერიშის მეთოდით წინარე მასალის გამოკითხვა და მიზნით განსაზღვრული
თემის გასააზრებლად გეზის მიცემა
II ფაზა–დამოუკიდებელი ჯგუფური სამუშაო–15 წთ
I ჯგუფი–მთავარი პერსონაჟების: ავთანდილის, ტარიელისა და ფრიდონის მხატვრული
სახეების გააზრება, მსგავსება–განსხვავებების შედარება ვენის დიაგრამის გამოყენებით.
მოსაზრებების დასაბუთება და სამიზნედ შერჩეულ აფორიზმთან მათი პარადიგმული სახეების
გაიგივება.
II ჯგუფი–პოემის მეორეხარისხოვანი პერსონაჟების გახსენება და ასოციაციური
რუკით მათი უმთავრესი თვისებების გააზრება.
III ჯგუფი–პოემის უარყოფითი პერსონაჟების გახსენება და კოგნიტური სქემის
გამოყენებით გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირება.
IIIფაზა–პრეზენტაცია–10 წთ
ჯგუფები წარმოადგენენ მიცემული დავალებებისა და კითხვების საფუძველზე
პრეზენტაციას.
IV ფაზა–შეჯამება–10
წთ
აქტივობის მიზანი:კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა ცოდნის დამაზუსტებელი
კითხვების მეშვეობით. ინტერაქციისა და ურთიერთსწავლების მიზნით მოსწავლეების მიერ
კითხვების დასმა.
|
|
საშინაო დავალება
|
საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევათ განსაზღვრონ პოემის პერსონაჟ
ქალთა სახეები მათთვის ნაცნობი მეტაკოგნიტური სქემის–კორნელის გრაფის მიხედვით.
|
|
შეფასება
|
გაკვეთილის მსვლელობისას
გაკეთებული ინტერაქტიური მეთოდებისათვის
|
#
|
შეფასება
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
|
1
|
გონებრივი
იერიში
|
არ
ცდილობს გაიგოს პრობლემის არსი,უღირს კითხვების დასმა,არ ამჟღავნებს ინტერესს.
|
ესმის
პრობლემის არსი, მონაწილეობს კითხვების დასმაში,უჭირს მოსაზრების გამოთქმა.
|
განსაზღვარავს
მთავარ საკითხს,ესმის პრობლემის არსი,აქტიურად მონაწილეობს კითხვების დასმაში.
|
|
2
|
ჩვენება
წარდგენა
|
უჭირს
მნიშვნელობის გაგება და მიღებული ინფორმაციის კლასიფიცირება.
|
ცდილობს
მნიშვნელობის გაგებას და ინფორმაციის კლასიფიცირებას, ინფორმაცია არასრული და უზუსტოა.
|
შეუძლია
ინფორმაციის კლასიფიცირება,მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის განსაზღვრა.
|
|
3
|
კითხვა
|
არ
ესმის წაკითხულის შინაარსი,ვერ იყენებს „ნიშანთა სისტემას“
|
უჭირს
წაკითხულის შინაარსის გაგება, ესაჭიროება მითითებები, როგოპრ წაიკითხოს ტექსტი, უჭურს
დასკვნების გამოტანა.
|
დამოუკიდებლად
კითხულობს ტექსტს და ესმის წაკითხულის შინაარსი, აკეთებდ სწორ და მართებულ დასკვნებს,
შეუძლია ზირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცისიის გამიჯვნა.
|
|
4
|
დავალება
|
არ
შეუძლია დავალების გაკეთება, უჭირს თეორიულო ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.არ შეუძლია
ინფორმაციის მოძიება.
|
ესაჭიროება
მითითებები როგორ სასრულოს დავალება, დავალება არა აროის სრულყოფილი და ზოგჯერ უზუსტოა,
უჭირს კვლევა-ანალიზი და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
|
დამოუკიდებლად
და სრულყოფილად ასრულებს დავალებას,შეუძლია თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენება,
|
ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
|
იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?
|
|
|
რამდენად დროულად და კარგად შეასრულე
შენზე დაკისრებული მოვალეობა?
|
|
|
რა გააკეთე ან რა თქვი ისეთი,რაც
შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში?
|
|
|
რას გააკეთებდი შემდეგ ჯერზე ჯგუფის
უფრო ეფექტური მუშაობისათვის?
|
|
|
ხარ თუ არა კმაყოფილი?რა ისწავლე
ჯგუფის წევრებისაგან?
რას გრძნობ სამუშაოს დასრულების
შემდეგ?
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий